ახალი ამბები
ექიმი დაჭრილ პოლიციელზე: ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა საფრთხე კვლავ რჩება
აბაშაში დაჭრილ პოლიციელს, რომელიც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალშია მოთავსებული, ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტს შემავალი ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში აღენიშნება.

„დაზიანებული იყო დიაფრაგმა, ელენთა და პანკრეასი. მძიმე მდგომარეობა იყო, ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა ჯერჯერობით გართულებების საფრთხე რჩება“, - თქვა დავით ჯანაშიამ.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც, თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
Print