ახალი ამბები
ოპოზიცია კერზაიას საქმეზე პარლამენტში განათლების მინისტრს იბარებს
„ევროპული საქართველო“ საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის მისვლას ითხოვს. ოპოზიციური პარტიის წევრი სერგო რატიანი კერზაიას გათავისუფლების მცდელობაზე საუბრობს და ამას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ია კერზაიას სკოლის სახელზე საჩივარი დაიწერა და მინისტრმა გენერალური ინსპექციის შესვლასთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი განცხადების შესვლისთანავე მოაწერა.

„ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო რეაგირებს ძალიან სწრაფად, როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიასთან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს გამოძიება და საპარლამენტო კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ამ აუდიტის სამსახურის უფროსი გაეთავისუფლებინა ამის გამო სამსახურიდან. რატომ არ არის გათავისუფლებული აუდიტის სამსახურის უფროსი დღემდე, როდესაც იყო რეკომენდაცია და როდემდე უნდა ჰყავდეს ინსპექტორი წამალაშვილი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს. არის უამრავი კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი განათლების მინისტრმა. თუნდაც ის, რომ ეს აუდიტის სამსახური 20012 წლიდან ფაქტობრივად გამოყენებულია პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის. დევნიან, 100-მდე დირექტორი არის გათავისუფლებული,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა. “ - განაცხადა რატიანმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.

ამავე თემაზე:

სახალხო დამცველი: ია კერზაიას საქმის შესწავლა ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება

საია კერზაიას საქმეზე: ვიკვლევთ, ხომ არ ჰქონდა ამ ფაქტს პოლიტიკური წინაპირობა

სამინისტრო კერზაიას გარდაცვალებაზე: სკოლას პოლიტიკურ საკითხებში რთავენ

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა

სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)

სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს ია კერზაიას საქმე შეისწავლოს

დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, მართვით სუნთქვაზეა

სამინისტრო: ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევები გამოვლინდა

დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
Print