რეგიონი
პოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილის დედა: დანაშაულის პროვოცირება პოლიციელებმა მოახდინეს
აბაშის სოფელ გეზათში  პოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილის გოჩა ცხვედიანის დედა ინეზა გოგავა მომხდარში თავად პოლიციელებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ფაქტის პროვოცირება თავად სამართალდამცველებმა მოახდინეს. გოგავა ყვება, რომ მის შვილს უთვალთვალებდნენ და ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

“რაც 18 წელი დაამთავრა ჩემმა ბიჭმა, იმის შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავს პოლიციას. ხან ამბობენ იარაღი აქვსო, ხან  წამალს ყიდისო, ხან ამბობენ პლანს ეწევაო და ფაქტზე ვერ დაიჭირეს. პოლიციის უფროსმა გამცეს კითხვაზე პასუხი - ჩემი შვილი ცოცხალია თუ არა,“- ამბობს ინეზა გოგავა.

დედისთვის უცნობია შვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ის ვარაუდობს, რომ ცხვედიანი დაჭრილია.

სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, 9 დეკემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

აბაშაში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
Print