ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფუძნდა (ვიდეო)
ზუგდიდში, USAID Zrda პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დააფუძნეს. DMO-ს მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

„მიზანი არის რეგიონში კერძო და სახელმწიფო მოთამაშეების გაერთიანება, რომ ერთობლივად მოიზიდონ ტურისტები, შესთავაზონ ხარისხიანი მომსახურება და ასე შემედგ. მუნიციპალიტეტები ცალ-ცალკე ვერ ახერხებენ ამ ყველაფერთან გამკლავებას და ერთად შეძლებენ ახალი და ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ჩვენ გვერდში ვუდგავართ მათ“, - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა დავით წიკლაურმა.

alt

სამეგრელო-ზემო სვანეთის DMO გაითვალისწინებს რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ უკვე არსებულ კვლევებს და ასევე თავს მოუყრის სხვადასხვა დონორებისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს. გარდა ამისა, DMO ჩაატარებს რეგიონში ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობის არსებული მდგომარეობის ანალიზს, მოიძიებს და დანერგავს ახალ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას. 

alt

„დღეს მეტად მნიშვნელოვანი ორგანიზაციის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. ტურიზმის განვითარება ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. რეგიონში გვაქვს ღირსშესანიშნავი ადგილები და განვითარება გვჭირდებოდა ამ მიმართულებით, რომ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ზონად ვაქციოთ სამეგრელო-ზემო სვანეთი“, - თქვა გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.



შეხვედრას, რომელიც ტექნოპარკში ჩატარდა, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ. მათი შეფასებით, მსგავსი ორგანიზაციის დაფუძნება მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შეკრებილებმა ორგანიზაციის დაფუძნების აქტს ხელი სიმბოლურად მოაწერეს.

alt

„ეს იქნება პლატფრომა, სადაც გაიცვლება ინფორმაციები, დამოკიდებულებები და ასე შემდეგ. გამოიკვეთება გამოწვევები და გადაჭრის გზებისთვის შესაბამისი ზომებიც მიიღება“, - თქვა მეღვინემ მარტვილიდან ქეთო ნინიძემ.

რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. ახალი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, პროექტმა ორგანიზება გაუწია საინფორმაციო და მედია ტურებს, სემინარებს და ტრენინგებს, რის შედეგადაც გაიზარდა რეგიონებში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა და ვიზიტორ-დამსვენებლის მაჩვენებელი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.