რეგიონი
სოხუმში შშმ პირებისთვის პირველი ადაპტირებული სასტუმრო გაიხსნა
სოხუმში გაიხსნა სასტუმრო "Comfort", რომელშიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომრებია განთავსებული. ეს არის ოთხსართულიანი შენობა ლიფტით, წერს გამოცემა „აბხაზია ინფორმი“.
 
სასტუმროს თანამშრომლის ინფრომაციით, 32 ნომრიდან 15 შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი. ოთახებში ფართო კარები და იატაკზე დაბალი ზღურბლია, რათა ეტლით მოსარგებლეებმა შეუფერხებლად შეძლონ შესვლა და გადაადგილება. სასატუმროსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია პანდუსები და შექმნილია გარემო ბარიერების გარეშე. აქვეა აუზი, სასადილო და ფაცხა, ახლო მომავალში, რესტორნის გახსნაც იგეგმება.


Print