ახალი ამბები
მესტია-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტმანეტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის (კმ138-კმ186)  მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 



Print