ახალი ამბები
დევნილი, რომელიც ამბობს რომ ბინა მოტყუებით წაართვეს, დახმარებას პროკურატურისგან ითხოვს (ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე, რომელიც ამბობს, რომ  ბინა თაღლითური გზით წაართვეს, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან ექვს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება. თაკალანძე სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად მისი მოთხოვნა, საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ის შვილებთან ერთად უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს. საქმე ეხება საცხოვრებელი ფართების გაცვლას. თაკალანძის მტკიცებით, საცხოვრებელი სახლი შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილე მანანა ბარძემაშვილმა და მისმა ქმარმა აკაკი ფიფიამ მოტყუებით წაართვეს.
alt

„ჩვენების შეცვლას მთხოვდნენ სასამართლოში. მეუბნებოდნენ, ყველაფერი ისე თქვი,  როგორ ამას მანანა ბარძემაშვილი ამბობსო. ჩემს წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ და ამაში მას ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი დაეხმარა“, - ამბობს თაკალანძე.

თავის მხრივ, მოპასუხე მხარის ადვოკატის ბაჩუკი ქარდავს თქმით, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში მანანა თაკალანძე მოტყუებულია და გაცვლის ხელშეკრულება ძალაში დატოვა. ყურაშვილის თქმით, თაკალანძე სოფლის სახლში, რომელიც ბინაში გაცვალა,  ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად და ამას მეზობლებიც ადასტურებენ.



„სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საქმეზე და დაადგინა, რომ საქმეში არ იკვეთება მოტყუება და თაღლითურად ბინის მისაკუთრებაში. მანანა თაკალანძეს შეუძლია იცხოვროს იმ სახლში, რომელშიც ბინა გადაცვალა და ეს თავის დროზე თვითონ მოისურვა. თაკალნაძე ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდა იმ სახლში და ამას ადასტურებს ექვსი მეზობელი.  არანაირ მოტყუებას არ ჰქონია ადგილი. ბინისა და სახლის გაცვლა ოფიციალური ხელშეკრულებით, თავის დროზე იმიტომ შეფერხდა, რომ აკაკი ფიფიას სახლის მიმდებარედ მიწა ჯერ თვითონ უნდა გადაეფორმებინა და შემდეგ მოხდებოდა თაკალანესთვის გადაფორმება, თუმცა ამ პროცესს ხელი მუნიციპალიტესა და ქალაქის გაერთიანებამ შეუშალა, რადგან ახალი კომისია უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც ფიფიას ამ მიწის ნაკვეთს დაუკანონებდა. როდესაც ყველა პრობლემა მოგვარდა და საქმე გადაფორმებამდე მივიდა, თაკალანძეებმა უარი თქვეს“, - ამბობს ადავოკატი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თაკალანძემ აქციები რამდენიმეჯერ გამართა

ამავე თემაზე :
დევნილი, რომელიც აქციას მართავდა, პროკურორს შეხვდა (ვიდეო)

შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილე თაღლითობის ბრალდებაზე: გაურკვეველ სიტუაციაში ვარ

აფხაზეთიდან დევნილი: მოტყუებით წართმეული ბინის დაბრუნებას ვითხოვ (ვიდეო)
Print