ახალი ამბები
მედიამონიტორინგი: რადიო „ათინათმა“ საპრეზიდენტო არჩევნები ნეიტრალურად გააშუქა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელმაც ტელევიზიების, ონლაინ გამოცემების, რადიოებისა და პრესის ნაწილის მიერ არჩევნების გაშუქება შეაფასა.

საბოლოო ანგარიშის თანახმად, რადიო „ათინათმა“ სალომე ზურაბიშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც საინფორმაციო გამოშვებებში ნეიტრალურად გააშუქა. კერძოდ, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 82% ნეიტრალურად გაშუქდა, დანარჩენი მაჩვენებელი კი დადებით და უარყოფით კონტექსტს შორის თანაბრად გადანაწილდა.

გრიგოლ ვაშაძის ნეიტრალური გაშუქების პროცენტული მაჩვენებლი კი 67 %-ია, დანარჩენი - 33 % -დან დადებითად გაშუქების მაჩვენებელი უარყოფითს ოდნავ აღემატება.

მედიამონიტორინგი 18 ივნისადან 27 ნოემბრის ჩათვლით ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს - საქართველომ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა.  მედიამონიტორინგი “გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

Print