რეგიონი
TOEFL-ის შუალედური გამოცდა GLС ზუგდიდის განყოფილებაში
საქართველოს სასწავლო ცენტრის GLС ზუგდიდის განყოფილებაში TOEFL-ის შუალედური გამოცდა ჩატარდა. აღნიშნული გამოცდით ენის ცოდნის ოთხი უნარი მოწმდება: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი.alt

TOEFL-ის გამოცდა GLC-ის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის 50-ზე მეტ მოსწავლეს ჩაუტარდა.
alt

”გამოცდებს ატარებენ TOEFL-ის ცენტრის თანამშრომლები. GLС –ის სკოლაში ინგლისური ენა ისწავლება TOEFL-ის გაძლიერებული პროგრამით. ტესტირება ტარდება წელიწადში 2-ჯერ და სასწავლო წლის ბოლოს ბავშვებს ეძლევათ დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი- განაცხადა სასწავლო ნაწილის მენეჯერმა ინგა კეკელიამ.
alt
TOEFL არის ინგლისურის, როგორც უცხო ენის ტესტი. მისი ჩაბარება მოეთხოვება ყველას, ვინც საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას აპირებს. ტოეფელი ამერიკული ტესტია, თუმცა შეიძლება ევროპის უნივერსიტეტებმაც მიიღონ მისი ქულები. TOEFL-ის ჩაბარება ნიშნავს, რომ სტუდენტს შეუძლია ლექციების გაგება, კომუნიკაცია და წაკითხულის გააზრება ინგლისურ ენაზე.
Print