ახალი ამბები
რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print