ახალი ამბები
ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს აქცია ზუგდიდშიც გაიმართება
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღს აქცია პერფორმანსს ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, პერფორმანსით აქციის მონაწილეები ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.

„ზუგდიდში ძალადობით ჩატარებულ არჩევნებს შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და ჩვენ ვართ ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ამ არჩევნებმა ყველაზე მძიმედ ჩაიარა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

მისი თქმით, ინაუგურაციის დღეს თელავში მასშტაბურ აქციაზე ზუგდიდიდანაც გაემგზავრებიან.

Print