ახალი ამბები
ია კერზაიას დღეს დაკრძალავენ
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს ია კერზაიას, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა,  დღეს დაკრძალავენ. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ია კერზაის შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება. შენგელია შესაბამის უწყებებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

დირექტორზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს სახალხო დამცველი შეისწავლის, ხოლო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ამ საკითხის განხილვას გეგმავს.

ამავე თემაზე : 

დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, მართვით სუნთქვაზეა

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)

სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა

ოპოზიცია კერზაიას საქმეზე პარლამენტში განათლების მინისტრს იბარებს

მარიამ ჯაში ადასტურებს, რომ მას ია კერზაიამ შეტყობინება გაუგზავნა
Print