ახალი ამბები
ზუგდიდელ მოსწავლეებს სან დიეგოს უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრნენ (ვიდეო)
ზუგდიდისა და მიმდებარე რაიონების მე-12 კლასელებისათვის  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტემ აკადემია ჩატარდა. შეხვედრა, რომელიც ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა, უნივერსიტეტში სწავლისა და მისი დამთავრების შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორმა ნინო ჩინჩილაძემ აღნიშნა, ეს არის გაცნობითი შეხვედრა იმ დიდი პროექტისა, რომელიც  ქვეყნის ეკონომიურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

„დღეს ტარდება სან დიეგოს უნივერსიტეტის გაცნობითი შეხვედრა. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა პოტენციურმა სტუდენტმა გაიგოს ამ უნივერსიტეტის შესახებ. ძალიან კარგი სტუდენტები გვყავს ზუგდიდიდან, მაგრამ გვინდა რომ უფრო მეტრი იყოს, რადგან მეტ პოტენციალს ვხედავთ. გვინდა რომ იყვნენ სტუდენტები არამარტო ზუგდიდიდან არამედ რეგიონებიდანაც. ეს არის დიდი პროექტის ნაწილი, იმისთვის რომ ეკონომიურ განვითარებას შეუწყოთ ხელი.  ეს არის ათასწლეულის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა“, - თქვა ნინო ჩინჩილაძემ.



შეხვედრას „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქარველოს“  დეკანი ჰალილ გუვენიც ესწრებოდა. მისი თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტი ოთხი წელის წინ დაფუძნდა, რაც საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„ეს არის ერთობლივი მცდელობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების, რომ გააძლიერონ ტექნოლოგიური მიმართულებები. ჩვენ გვყავს კარგი სტუდენტები ზუგდიდიდან და იმედი გვაქვს, რომ კიდევ გვეყოლება“, - აღნიშნა დეკანმა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 550 სტუდენტი, მათი 40% საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაა.

Print