ახალი ამბები
კარტოფილი და ხახვი გუბერნიასთან - ოპოზიცია ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებს (ვიდეო, ფოტო)
ამ წუთებში ხმაურია სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეებმა შენობასთან კარტოფილი და ხახვი მიიტანეს და სამართალდამცველებს სთხოვეს, რომ მათი შენობაში შეტანის უფლება მიეცათ, თუმცა, ამ უკანასკნელებმა 'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერებს და აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს.



აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერით „ არა სალომეს!“ „STOP RUSSIA”, “ქართული ოცნება კლავს!“. საბოლოოდ, მათ კარტოფილი და ხახვი შენობის კიბეებზე დაყარეს.

alt

ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილე 200-მდე ადამიანი, მათი თქმით, გაყალბებული  არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებს. 

Print