ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტში 34-დან 22 მილიონი ბიუროკრატიული ხარჯებია (ვიდეო)
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა ანა წითლიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მავნებლურია და საკრებულოს წევრებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ მის მიღებას.

„ არის დანაშაულებრივი დოკუმენტი, რადგან 34 მილიონ 500 ათასიდან 19 მილიონი გათვალისწინებულია სახელფასო ფონდისთვის, 3 მილიონი კი ადმინისტრაციული მომსახურებისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ის 2 300 ადამიანი, ვისაც მომავალ წელს ჩვენი ჯიბიდან ხელფასს გადავუხდით. ამ ბიუჯეტში არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა არ არის გათვალისწონებული და 20-ჯერ ნაკლებია გათვლილი სოციალური და ჯანდაცვის სფეროში, ვიდრე ეს ხელფასებისა და სახვა ბიუროკრატიული ხარჯებისთვის. მაგალითად, მხოლოდ 200 000 ლარია გამოყოფილი შშმ პირების და ონკოლოგიური ავადმყოფების დასახმარებლად“, - აღნიშნა წითლიძემ.



მან ასევე მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტიდან თანხები და რა ფუნქცია აქვს მერიის, ააიპ-ის ა და საკრებულოს 2300 თანამშრომელს. წითლიძის ინფორმაციით, მათი უმეტესობა „ქართული ოცნების“ ის აქტივისტები არიან, ვისაც ადგილობრივი ხელისუფლება არჩევნების დროს იყენებს.

alt

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ბრალდებებ  ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრმა კონსტანტინე კაკავამ უპასუხა. მან თქვა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს არცერთ კომისიურ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და ბიუჯეტზე მითითების გაცემის მორალური უფლება არ აქვს. ამასთან, კაკავამ აღნიშნა, რომ ანა წითლიძის განცხადება პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება ბიუჯეტს, კაკავა დარწმუნებულია, რომ მერია ყველა შენიშვნას გაითვალისწინებს და შესაბამისად, საკრებულო ბიუჯეტს მიიღებს.

alt

„პირველადი ვერსია მერიას ძალიან მკაცრი კონკრეტული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადავუგზავნეთ, მივმართეთ, რომელ ნაწილში უნდა გაზრდილიყო ასიგნებები. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა იყოს მიმართული მოქალაქისკენ და ნაკლები ბიუროკრატიული ხარჯი. ახლა არის საბიუჯეტო პროცესი, გავდივართ კონსულტაციებს ხელმეორედ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, აუცილებლად ისევ თავიდან იქნება განხილვა, მერიამ შენიშვნების უმრავლესობა გაითვალისწინა და დარწმუნებული ვარ, რომ მერია და საკრებულო გააკეთებს ყველაფერს და ეს ბიუჯეტი იქნება მორგებული იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელიც ზუგდიდელებსა და მუნიციპალიტეტს აქვს, სხვა შემთხვევაში ვერ საკრებულო მაკონტროლებელ ფუნქციას“, - უთხრა ჟურნალისტებს კონსტანტინე კაკავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საკრებულოს მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე:

საკრებულოს წევრი ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფის შექმნას ითხოვს (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.