ახალი ამბები
ფოთის მერია დაზიანებულ ნაძვის ხეზე: ფოტო შარშანდელია
სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ფოტო გავრცელდა, რომელზეც ქალაქ ფოთში საახალწლოდ მორთული, დეფორმირებული ნაძვის ხეა გამოსახული. რადიო „ათინათი“ ფოთის მერიას დაუკავშირდა. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფოტო შარშანდელია და მაშინ ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა დააზიანა, თუმცა ის მალევე გაასწორეს.

ამავე ინფორმაციით, ფოთში საახალწლო ნაძვის ხე ჯერ არ დაუმონტაჟებიათ და მას ამ წუთებში აწყობენ.


Print