რეგიონი
შსს: დეპუტატს, რომელიც ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა, კანონი არ დაურღვევია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტა გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს აბაშის მეათე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ ფაქტზე, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატი აბაშის საკრებულოში ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა.  უწყების ინფორმაციით, გამოძიების შეწყვეტის მიზეზი სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა.

აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ქოიავამ მაშინ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ კანონი დეპუტატს არ დაურღვევია, რადგან ამომრჩეველმა თავად სთხოვა მას დახმარება.

შსს-მ კი 28 ნოემბერს მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეო მასალის საფუძველზე გამოძიება ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

შსს-მ აბაშაში დეპუტატის მხრიდან ხმის მიცემის დაცულობის შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო

Print