რეგიონი
შსს-მ ზუგდიდში თხილის ქარხნის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე თხილის ქარხნის დაყაჩაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობს. თხილის ქარხანა "თურალ გრუფი", დაახლოებით, საღამოს რვა საათზე დააყაჩაღეს. ქარხნის დირექტორის მაია მიქავას ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ლარი. დაშავებულია ქარხნის თანამშრომელი, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელბის მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

დაყაჩაღებისას დაშავებულ მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული


Print