რეგიონი
სოხუმის ჰესი ისევ ამოქმედდა
სოხუმის ჰიდროელექტროსადგურმა 6-წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობა განაახლა. „აფბხაზია ინფორმის“ ცნობით, მისი გახსნის ცერემონიას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა, დეპუტატები და კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

კაპიტალური რემონტის შემდეგ სოხუმჰესის სიმძლავრემ 19,6 მეგავატი შეადგინა, რაც კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, პიკის საათებში სოხუმისა და მისი რაიონის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის საკმარისი იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, ელექტროსადგურის ექსპლუატაციის შესახებ პროტოკოლს „ეკონომიკის მინისტრმა“ ადგურ არძინბამ და სადგურის დირექტორმა ვლადიმირ აპუხტინმა მოაწერეს ხელი.
Print