ახალი ამბები
ზუგდიდში 2019 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
ზუგდიდში, სავარაუდოდ, რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება. მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის რუსლან კილასონიას ინფორმაციით, უკვე არსებობს პროექტი, რომლის ღირებულება, ამ ეტაპზე 250 000 ლარია, თუმცა, შესაძლოა აღინშნული ციფრი გაიზარდოს.  საკითხი დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა.

რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაშია ზუგდიდში ტურისტული ცენტრის მშენებლობაც. როგორც რადიო „ათინათს“ კილასონიამ უთხრა, ტურისტულ ზონაში მსგავსი ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა ის ჯერ იდეის დონეზეა.

Print