ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია: მოვითხოვ ია კერზაიას საქმეზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება (ვიდეო)
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა. დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია შესაბამისი უწყებებისგან დროულ გამოძიებას და სამართლის აღდგენას ითხოვს. შენგელიას თქმით, იგი მთავარ პროკურატურაში დაბარებულია გამოკითხვაზე თუმცა, ამბობს რომ ეს გამოძიების დაწყებას არ ნიშნავს.
alt
„მივმართავ შს სამინისტროს და პროკურატურას, რომ დაიწყონ გამოძიება. დაბარებული ვარ გამოკითხვაზე, თუმცა ჩვენ ვითხოვთ არა გამოკითხვას არამედ გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების გამოვლენას, რომლებიც ჯერჯერობით რჩებიან თანამდებობებზე. იმ ოთხი ადამიანის გარდა, ვისზეც მივმართე პროკურატურას, მოვითხოვ სხვა დამნაშავეების გამოვლენას და მათ უმკაცრესად დასჯას“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე განცხადებით, სურვილის მიუხედავად დღევანდელ აქციას არ შემოუერთდნენ მასწავლებელები და სკოლის დირექტორები.
alt
„მე ვიცი, რომ ისინი გულით აქ არიან. მათი არ ყოფნა აიხსნება იმით, რომ შესაძლოა ჰქონდეთ შიშის, რომ სამომავლოდ შესაძლოა მათზე განხორციელდეს ზეწოლა“, - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

აქციაზე მე-6  სკოლის მოსწავლეები, ია კერზაიას ახლობლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ოთო კახიძის თქმით, იგი თბილისიდან საგანგებოდ, ამ აქციაზე დასასწრებად  და ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
alt
„მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ბრძოლაში ბაჩანა შენგელიას გვერდში დავუდგები. ზოგადად ხელისუფლება მასწავლებლებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს განიხილავს არა როგორც ღირსების მქონე ინდივიდებს, არამედ როგორც პირთა ჯგუფს -ადმინისტრაციულ რესურსს,  რომელიც შეგიძლია დაამცირო, რომელზეც შეგიძლია იძალადო და დააკისრო ყველანაირი უკანონობა, იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიიღო. ეს არის ამორალური პრაქტიკა და სამწუხაროდ ახალი არ არის და ყველა ხელისუფლება ცდილობს ამას სხვადასხვა დოზით. ამას უნდა დაესვას, წერტილი და მე აქ ვარ იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები სამომავლოდ არ განმეორდეს“, - აღნიშნა კახიძემ.



შენგელიამ აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით 19 დეკემბერს მიმართა. უწყებამ იგი გამოკითხვაზე 25 დეკემბერს დაიბარა.

ამავე თემაზე:

“გამოიძიე ღირსების საქმე“ - აქცია ზუგდიდში




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.