ახალი ამბები
ხობელმა მოჭიდავემ ,,ოლიმპიური იმედის“ ტიტული მოიპოვა
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინა. წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი“ - ევროპის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ხობელი ნუგზარ წურწუმია გახდა, რომელმაც 23-წლამდელთა შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მოჭიდავემ მიმდინარე წელს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალურ შეხვედრაში, რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი კაბალოევი 3:2 დაამარცხა და ოქროს მედალის მფლობელი გახდა.



Print