რეგიონი
სამართალდამცავებმა ზუგდიდში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს (ვიდეო)
შსს-ს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული ე.ც. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.



Print