რეგიონი
ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიმართება
ზუგდიდში, 30 დეკემბერს სკეიტპარკის ტერიტორიაზე  საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, სადაც მონაწილეობას რეგიონის მეწარმეები მიიღებენ. აქ წარმოდგენილი იქნება: საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლო ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინიციატივით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.


ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან: 

რეგიონის მუნიციპალიტეტების მერია; 

USAID პროექტი ზრდა საქართველოში;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

Print