ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებების განრიგი ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს ნაძვის ზის ანთების დაიწყება და ახალი წლის ღამეს კონცერტით დასრულდება.
გთავაზობთ საახალწლო ღონისძიებების განრიგს:

25 დეკემბერი - 18:30 სთ -მთავარი , ნაძვის ხის ანთება (სკეიტ პარკი, მონაწილეობს ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლე“;

30 დეკემბერი-სკეიტ პარკის ტერიტორიაზე"საშობაო ბაზრობა" რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ადგილობრივ მეწარმეებს, საშობაო სუვენირებს და სხვადასხვა ნუგბარს;

13: 00 - საახალწლო გამოფენის გახსნა;

13 :00 – 19:00 - საბავშვო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი;

15:00 - კულინარიული ფესტივალი, დეგუსტაცია;

17:00 - თოვლის ბაბუის მობრძანება მთავარ ნაძვის ხესთან;

19:00 - ბენდის კონცერტი (under7);

20:30 - კოკა-კოლას ქარავანი, ზღაპრის გმირების სტუმრობა სკეიტპარკში;

22:00 - ღონისძიების დასასრული;

31 დეკემბერი- 22:30 - დადიანების სასახლეთა ეზოში საახალწლო კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობენ ანსამბლი „ოდოია“, ანსამბლი კავკასიონი ,ჯგუფი „under 7”, ლაშა თოდუა და ვახო გოგილავა;

24:00 - ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.
Print