ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანი თენგო ქობალია, სავარაუდოდ, დააკავეს
ზუგდიდის მერიის ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი თენგო ქობალია, სავარაუდოდ, დააკავეს. ინფორმაციას მერიაში, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ. „ჯერ არ დაუკავებით და რატომ ავრცელებთ ასეთ ინფორმაციებს. სამსახურში არაა, მაგრამ გავარკვევ, რა ხედბა“, - უთხრა რადიო "ათინათს" მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.

თენგიზ ქობალია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, სადაც მერიის სხვა მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ბიზნესმენთან, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი ყოფილი მოადგილე გია გულორდავა.
Print