ახალი ამბები
გდი-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი იცვლება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის ინსპექციას ახალი უფროსი ეყოლება.  გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ცნობით, უწყებაში შიდა ცვლილებები მიმდინარეობს და ეს ჩვეულებრივი პროცესია.

„ერთმანეთს ანაცვლებენ რეგიონის ხელმძღვანელები. ეს არ ნიშნავს ვინმეს ჩამოქვეითებას, ან სამსახურიდან დათხოვნას. შესაბამისი ბრძანება დღის ბოლოს იქნება მზად“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

აქამდე, რეგიონში გარემოს დაცვის ინსპექციას  ზვიად ფოჩხუა ხელმძღვანელობდა.




Print