ახალი ამბები
ადვოკატი: თენგიზ ქობალია ბრალს არ აღიარებს
ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" დაკავებულის ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ქობალიას ბრალი უკვე წარედგინა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ამ თემასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ბრალს არ აღიარებს. სავარაუდოდ, დღეს იქნება პროცესი, აღკვეთის ღონისძიებად კი დაცვის მხარე გირაოს მოითხოვს", - გვითხრა ჯანაშიამ.

ის ამჟამად მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

თენგიზ ქობალია გუშინ საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.

ამავე თემაზე:

ქობალიას ადვოკატი: საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმაღებინეს (ვიდეო)
Print