ახალი ამბები
დაკარგული ზუგდიდელი მოზარდი იპოვეს
ზუგდიდელი 14 წლის გოგონა, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ, თბილისში იპოვეს. დედის ინფორმაციით, მოზარდი უკვე სახლში გამოემგზავრა, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს. "არ ვიცი არაფერი, მარტო ის ვიცი, რომ ცოცხალია და კარგად არის. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ მოდის", - თქვა დედამ. მშობლები გოგონას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო შესაბამისი სამძებრო ჯგუფი.
Print