რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: 2019 წლის 1 იანვრიდან აფხაზეთში ძველი პასპორტები გაუქმდება
"ახალი აფხაზური პასპორტი" დაახლოებით 105 ათასმა მოქალაქემ მიიღო, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ახალ პასპორტებს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე აიღებს. წერს „აბხაზია ინფორმი“.

გამოცემის ცნობით, აფხაზეთში შიდა პასპორტებს უკვე 140 ათასი ადამიანი ფლობს. პასპორტიზაციის პროცესი დე ფაქტო რესპუბლიკაში 2016 წლის მაისში დაიწყო. ძველი ნიმუშის პასპორტების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერში იწურება. 

„საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში 2019 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

Print