ახალი ამბები
ინგირის სკოლის სამუშაოებზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ინგირის მეორე საჯარო სკოლაში დასაქმებული მუშები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით გაიფიცნენ. მათ რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ორი თვის ხელფასები არ მიუღიათ და მუშაობის გაგრძელებას მანამ არ აპირებენ, სანამ თან არ დაერიცხებათ.

„გვატყუებენ, ხან დღეს დაგირიცხავთ, ხან ხვალო, მაგრამ არაფერი მოუციათ. არავის არ შემოვუშვებთ აქ , სანამ ჩვენს კუთვნილ ფულს მივიღებთ“, - გვითხეს მუშებმა.

თავის მხრივ, ჩინურ სამშენებლო კომპანია "ვეენდჯეეში" ამბობენ, რომ ინფორმაცია, თითქოს, მუშებს ორი თვის ხელფასი არ მიუღიათ, სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ნოემბრის ხელფასმა დააგვიანა, რომელიც, სავარაუდოდ, საახალწლოდ დაირიცხება.


Print