ახალი ამბები
ყოფილ გუბერნატორს გირაო შეეფარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
სწორედ ამ რაოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა პროკურატურა.

შონიას ადვოკატი იზა კალატოზიშვილი ბრალდების მხარეს ნაწილობრივ დაეთანხმა. მისი განმარტებით, ჩარიცხული 10 000 დოლარი ქველმოქმედებისთვის იყო გადარიცხული, რაც ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანის დახმარებას გულისხმობდა.

მისივე თქმით, ლევან შონია გამოზიებასთან თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს.

ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

სუს-მა ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
Print