ახალი ამბები
12 მაისი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა
წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.
განჩინება საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო.

„კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება, სამოციქულო მსახურების შესახებ საქართველოს ისტორიაში: რა არის გაკეთებული წარსულში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით განათლებული, უფლის მადლითა და სიბრძნით. კრებამ განაჩინა, 12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და გამოცხადდეს იგი ეროვნულ დღესასწაულად“, - ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაში.

Print