ახალი ამბები
ზუგდიდში გდი-ის ახალი შენობა გაიხსნა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს ახალი შენობა აქვს, რომელიც ჭითაწყარშია განთავსებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობაში ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფები განთავსდება, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში ისარგებლონ ყველა საჭირო სერვისით. ამავე ცნობით, ახალი დაწესებულება უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი.

დეპარტამენტის ახალი შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. მათ დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელს, სამსახურეობრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისათვის მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

alt



Print