ახალი ამბები
ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. დაშავებული დედა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"პაციენტს კოჭ-წვივისა და ქვედა სახსრის მოტეხილობა აღენიშნება", - უთხრა რადიო 'ათინათს" ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

რაც შეეხება მცირეწლოვანს, თვითმხილველების ინფორმაციით, მისი საავამდყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.


Print