რეგიონი
რა პრობლემების წინაშე დგას აბაშის ბიბლოთეკა (ვიდეო)
აბაშის მთავარი ბიბლიოთეკა , რომლის საცავი 3900 წიგნს ინახავს, 1933 წელს დაარსდა.  აქ სულ 14 ადამიანი მუშაობს. ირა თოფურია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელია. წუხს, რომ ბიბლოთეკას საკუთარი შენობა არ გააჩნია. აბაშის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლოთეკას ყოველდღიურად 175 მკითხველი ჰყავს, ფართი კი მხოლოდ 250 კვ.მ-ს შეადგენს.





,,ბიბლოთეკაში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, პირველი ის, რომ ბიბლიოთეკის შენობა, სადაც შეიძლება წიგნადი ფონდი გაიშალოს და თანამშრომლებს ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები, არ არსებობს, არ არის ვინტილაცია და ფუჭდება წიგნები’’ , - გვიყვება თოფურია.



წლების განმავლობაში დაწესებულება ჯერ აბაშის ყოფილი მეორე სკოლის შენობაში, შემდეგ კი გამგეობაში იყო განთავსებული, ახლა კი ძველი სამშობიაროს შენობაში დაიმკვიდრა ბინა.

ავტორები:
ნინია კაჭარავა
გვანცა მიმინოშვილი





Print