ახალი ამბები
საახალწლო ფესტივალი ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდის სკეიტ-პარკში ამ წუთებში საახალწლო ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს 14 საათზე გამოფენით გაიხსნა. alt

მთავარ პარკში საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც მონაწილეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოსულმა და ადგილობრივმა მეწარმეებმა მიიღეს.

alt

აქ წარმოდგენილი იყო საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები.



alt

მეწარმეეების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია და ისურვებენ, რომ ბიზნესის ხელშეწყობისთვის ასეთი ფესტივალები ხშირად გაიმართოს.

alt


ფესტივალზე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ გამოფენა დაათვალიერეს, ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს კი დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

alt

დღის განმავლობაში სკეიტ-პარკში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება გაიმართა. დღესვე აქ თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები გამოჩნდებიან.

alt

ფესტივალი 19:00 საათზე ბენდ „UNDER 7 “-ის კონცერტით დასრულდება.

alt


სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლო ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინიციატივით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

alt


ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან:

რეგიონის მუნიციპალიტეტების მერია;

USAID პროექტი ზრდა საქართველოში;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

alt
Print