რეგიონი
ანა წითლიძემ საკრებულოს სხდომაზე სათამაშო ღორი და თაგვი მიიტანა (ვიდეო)
ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკრებულოს სხდომაზე, სადაც ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სათამაშო ღორი და თაგვი მიიტანეს. დეპუტატმა ანა წითლიძემ სიმბოლური საჩუქრები საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას გადასცა.



"ეს არის სიმბოლო იმისა, როგორ ღორულად და ვირთხულად ექცევა ქართული ოცნება ზუგდიდის ბიუჯეტს", - ამბობს ანა წითლიძე.

მისი თქმით, მან ამ ქმედებით ხაზი გაუსვა იმას, რომ 34-დან 25 მილიონი მერიის, საკრებულოსა და ააიპ-ების ხელფასებსა და ადმინისტრაციული ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული. ზუგდიდის ბიუჯეტის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ენმ და "ევროპული საქართველო" ზუგდიდის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ

Print