ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატები ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელს დაუპირისპირდნენ
საკრებულოს ოპოზიცონერი დეპუტატები ანა წითლიძე და ბათლომე შელია მერის მოვალეობის შემსრულებელს დაუპირისპირდნენ. ხმაური მაიზერ ნანავას განცხადებას მოჰყვა. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს უთხრა, რომ ააიპ-ების თანამშრომლების მიმართ მათი განცხადებები უსაფუძვლოა. "ის, რომ ბაღის მასწავლებლებზე ამბობთ ამას, არის ძალიან ცუდი",- თქვა ნანავამ, რაზეც შელიამ და წითლიძემ მას მატყუარა უწოდეს და უპასუხეს, რომ ამ თემაზე არასწორად აპელირებენ, რადგან ისინი არა პროფესინალებზე, არამედ პოლიტიკური ნიშნით დანიშნულ პირებზე საუბრობენ. 

alt

საკრებულოს სხდომაზე დღეს, სავარაუდოდ, წარმოდგენილ ბიუჯეტს დაამტკიცებენ, რომელიც პროექტის მიხედვით, 34 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე:


"ქართული ოცნების" წევრი ენმ-ს: მიიღეთ პოლიტიკური პანღური

ენმ და "ევროპული საქართველო" ზუგდიდის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ

ანა წითლიძემ საკრებულოს სხდომაზე სათამაშო ღორი და თაგვი მიიტანა (ვიდეო)

Print