ახალი ამბები
მამუკა წოწერია: ენმ-ის საჩუქარს კაბინეტში შევინახავ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ენმ-ის მიერ ნაჩუქარ სათამაშო ღორსა და თაგვს კაბინეტში შეინახავს. "წავიღებ და კაბინეტში შევინახავ, მით უმეტეს, საჩუქრებით არ ვარ განებივრებული", - თქვა წოწერიამ.

ანა წითლიძემ წოწერიას სათამაშოები დღეს საკრებულოს სხდომაზე გადასცა.

"ეს არის სიმბოლო იმისა, როგორ ღორულად და ვირთხულად ექცევა "ქართული ოცნება" ზუგდიდის ბიუჯეტს", - ამბობს ანა წითლიძე.

ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი დღეს დაამტკიცეს და ის 34 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს (ვიდეო)


Print