რეგიონი
ზუგდიდში ლენდოს დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს
ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" დაყაჩაღობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ი. გ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, გუშინ, 31 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

"პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გასულ წელსაც დააყაჩაღეს. მაშინ ბანკიდან 5000 ათასამდე ლარი გაიტანა.


ამავე თემაზე:

"ლენდო" დააყაჩაღეს
Print