ახალი ამბები
ცაიშში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

უწყებამ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
Print