ახალი ამბები
ზუგდიდში ლენდო, სავარაუდოდ, მერიის თანამშრომელმა დააყაჩაღა
ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებული მერიის ააიპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" ყოფილი თანამშრომელია. ცენტრის დირექტორის ნოე პერტაიას ინფორმაციით, მას 31 დეკემბერს დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა. შესაბამისად, ის ამ დღეს მერიის თანამშრომლად ითვლებოდა. სწორედ 31 დეკემბერს, დილის საათებში მოხდა ყაჩაღობაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, 31 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ლენდოს დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

Print