ახალი ამბები
დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის სამი ზუგდიდელი დეპუტატი დააჯარიმეს
საჯარო სამსახურის ბიურომ სამი ზუგდიდელი დეპუტატის მიერ 2018 წელს შევსებული დეკლაპარაცია შეამოწმა და უარყოფითად შეაფასა. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, დაჯარიმებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და „ევროპული საქართველოს“ წევრები თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია.

რაც შეეხება კიდევ ერთი ზუგდიდელი დეპუტატის ლელა ქებურიას მიერ შევსებულ დეკლარაციას, საჯარო სამსახურის ბიურომ „ევროპული საქართველოს“ წევრის დეკლარაცია დადებითად შეაფასა. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიის საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები დააჯარიმეს

Print