ახალი ამბები
ზუგდიდში "ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს"დაყაჩაღებაში ბრალდებულ მერიის ყოფილ თანამშრომელს ილია გოგილავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბჭიამ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მიიღო. ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს.

პროცესს დაკავებულის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” 31 დეკემბერს დააყაჩაღეს. დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული მერიის ააიპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" ყოფილი თანამშრომელია. ცენტრის დირექტორის ნოე პერტაიას ინფორმაციით, მას 31 დეკემბერს დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა. შესაბამისად, ის ამ დღეს მერიის თანამშრომლად ითვლებოდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ლენდო, სავარაუდოდ, მერიის თანამშრომელმა დააყაჩაღა





Print
თეგები: ლენდო / ზუგდიდი /