ახალი ამბები
ზუგდიდის მესამე და ზედაეწერის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მესამე და ზედაეწერის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. მესამე სკოლის რეაბილიტაციისთვის - 472 478 ლარი, ხოლო ზედაეწერის სკოლისთვის 174 012 ლარია გამოყოფილი.

alt

ზუგდიდის მესამე და ზედაეწერის საჯარო სკოლების რეაბილიტირებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს კაპიტალური გრანტის სახით სულ 646, 5 ათასი ლარი 2018 წელს გადაეცა.

ტენდერებში წინადადებების მიღება 17 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მესამე და ზედა ეწერის საჯარო სკოლები რეაბილიტირდება
Print