ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში უფროსმა და მოადგილემ თანამდებობები გაცვალეს
ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში საკადრო ცვლილებებია. ცენტრის დირექტორი დავით კვაშილავა ახლა მოადგილის პოსტს იკავებს, მისი ყოფილი მოადგილე   გოჩა ჩიქოვანი კი დირექტორი გახდა.  როგორც კვაშილავამ რადიო „ათინათს“  უთხრა, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ეს  მისი სურვილი იყო.

„პირადი განცხადების საფუძველზე წავედი დირექტორის თანამდებობიდან, ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს. ახლა ცენტრის დირექტორი გოჩა ჩიქოვანია, ის ადრე ჩემი მოადგილე იყო, ხოლო მისი ადგილი მე დავიკავე. წლებია, ერთად ვმუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად საქმის
კეთებას. ბევრი გეგმა მაქვს, რომელსაც დირექტორობის პერიოდში ვერ ვახორციელებდი, თუმცა ახლა მექნება ამის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კვაშილავამ.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ააიპ-ის დირექტორს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ხოლო კვაშილავას თხოვნის საფუძველზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ ის ხელმძღვანელ პოზიციაზე არ დანიშნა.



Print Email
FaceBook Twitter
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 6 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.