ახალი ამბები
სულხან ორჟონია: პაციენტს, რომელსაც გრიპისმაგვარი სიმპტომები აღენიშნება მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით ხუთი ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება. როგორც რადიო  „ათინათს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, იმის დასადგენად არის თუ არა H1N1 ვირუსი შესაბამისი კვლევებისთვის  ანალიზი უკვე აღებულია.

„ოთხი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას შინაგან სნეულებათა განყოფილებაში აგრძელებენ. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა და ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა“, - ამბობს ორჟონია.

33 წლის ზუგდიდელი მამაკაცს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 დეკემბერს გარდაიცვალა, H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა. იგი თავდაპირველად  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა იმავე დღეს მშობლების მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს.  გარდა ამისა, ახალი წლის წინა დღეებში ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით კიდევ ორი  ადამიანი იყო მოთავსებული. ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ამავე თემაზე: 

თბილისში გარდაცვლილ ზუგდიდელ ახალგაზრდას ღორის გრიპი დაუდგინდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.