ახალი ამბები
ენმ: სოციალური სახლების მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასი არ გადაუხადეს
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, შპს „ბუხამ“, რომელმაც 2018 წელს სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის ცაიშში, ყულიშკარში, გრიგოლიშსა და რიყეში სახლები ააშენა, მუშებს ხელფასი არ გადაუხადა.

„მე ვთხოვ საკრებულოს, დაინტერესდეს ამ საკითხით, რადგან მუშები ვერ ახერხებენ მათთან დაკავშირებას და გაუგებარია, სად არის კომპანია“, - თქვა წითლიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ ტენდერში გამარჯვების დროსაც ცნობილი იყო, რომ საკუთარ მოვალეობებს შპს "ბუხა" არაკეთილსინდისიერად ასრულებდა.

მის პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ აღნიშნულ შპს-ს მერიამ შესრულებული სამუშაოებისთვის თანხა გადაურიცხა, თუმცა თვად კომპანია "ბუხამ" არ გადაუხადა ქვეკონტრაქორ კომპანიას.

„ეს კომპანია შავ სიაშია შეყვანილი და წლების განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჩვენ არანაიირ ბერკეტი არ გვაქვს“, - აღნიშნა წოწერიამ.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საკითხთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

Print