ახალი ამბები
ენმ: ვინ გაუწია რეკომენდაცია მერიის თანამშრომელს, რომელმაც "ლენდოს" დააყაჩაღა
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე იმ პირის დასახელებას ითხოვს, რომელმაც „ლენდოს“ დაყაჩაღებაში მსჯავრდებულს ააიპ "კეთილმოწყობის ცენტრის" თანამშრომელ ილია გოგილავას გაუწია რეკომენდაცია. 

„როგორც ვიცით, აქ არ ხდება კონკურსი, არამედ რეკომენდაციით ინიშნებიან. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, ვისი რეკომენდაციით მოხვდა ეს პიროვნება ამ სამსახურში“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ თქვა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა რეკომენდატორის შესახებ ვერაფერს იტყვის.

„ნამდვილად ვერ გიპასუხებ, ვინაა რეკომენდატორი, თუმცა, ცხადია, სამწუხაროა ეს ფაქტი. როგორც აღნიშნული ააიპ-ის ხელმძღვანელმა ნოე პერტაიამ თქვა, გოგილავა ძალიან კარგი თანამშრომელი იყო“, - უთხრა წოწერიამ წითლიძეს.

ზუგდიდის სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს"დაყაჩაღებაში ბრალდებულ მერიის ყოფილ თანამშრომელს ილია გოგილავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა.უსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” 31 დეკემბერს დააყაჩაღეს. დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული მერიის ააიპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" ყოფილი თანამშრომელია. ცენტრის დირექტორის ნოე პერტაიას ინფორმაციით, მას 31 დეკემბერს დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა. შესაბამისად, ის ამ დღეს მერიის თანამშრომლად ითვლებოდა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში "ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა


Print